პუბლიკაციები
უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014-2016 წლებში განხორციელდა

   გთავაზობთ უმნიშვნელოვანესი პროექტების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც დედაქალაქში 2014-2016 წლებში განხორციელდა:

1. ვერეს ხეობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ დაირგო 4700 დეკორატიული მცენარე. გაკეთდა ,,მწვანე ფარდა“.

2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის ბოლომდე 650 000-მდე ნერგი დაირგო.

2016 წელს ჯამში 180 000 ხე-მცენარე დარგული.

2. ქალაქის მასშტაბით, დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი.

2017 წელს იგეგმება დამატებით 500 ახალი მოსაცდელის დამონტაჟება.

3. მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება 143 ახალი, ევროპული, ადაპტირებული ‘’Man Truck and Bus AG’’-ის ავტობუსით.

4. 2016 წლის განმავლობაში მოეწყო 30 ახალი სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249-ს.

რეაბილიტირებული და ახალი მწვანე სივრცეები:

,,იაპონური ბაღი“ ბოტანიკურ ბაღში;

თამარაშვილის ხეივანი (თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი)

რობაქიძის ქუჩის 5კმ-იანი მონაკვეთი

გოთუას სკვერი

5. დედაქალაქის ცენტრალურ პარკებში მოეწყო საყვავილე თარგები, სარწყავი სისტემა. დაიგო მწვანე გაზონი და განთავსდა დეკორატიული ბუჩქები.

6. ლისის ტბის ირგვლივ მოეწყო 3 კმ სიგრძის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკი.

დამონტაჟდა განათების სისტემა და ურნები.

7. თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა 4 საბავშვო ბაგა-ბაღი.

2017 წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

აღდგენა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2 და გარემონტდა 13 ბავავშვო ბაგა-ბაღი.

40-მდე საბავშვო ბაღში მოეწყო პანდუსი და ყველა ახალი ბაღი ადაპტირებულია.

8. დასრულდა ,,ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი.

დავით აღმაშენებლის გამზირზე , პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

იწყება პროექტ ,,ახალი ტფილისის’’ მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას.

9. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბარათაშვილისა და აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელ ხიდებს.

10. დასრულდა ზაჰესის ხიდის მშენებლობა.

მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი.

11. განხორციელდა ,,დინამო არენას“ სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. არენა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

12. შეიცვალა თბილისის ანძის განათება.

13. დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულია 18. 974 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი, აქედან 2016 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2800 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა.

2016 წელს ,,თბილსერვის ჯგუფმა“ 30 ერთეული თანამედროვე დამხმარე საშუალება და 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა. საერთო ჯამში, დედაქალაქს 291 ერთეული სპეციალური ტექნიკა ემსახურება.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 2017 წელს დამატებით 3500 ნაგავშემკრები კონტეინერის შეძენას გეგმავს.

14. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4კმ-იან მონაკვეთს.

დასრულდა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა.

განახლებული საბაგირო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და დღის განმავლობაში 3500 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

15. აშენდა 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა პირველი თავშესაფარი დიდ ლილოში.

16. თბილისის მეტროში დაიწყო ვაგონების მოდერნიზება.

გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა 4 ვაგონი.

2017 წელს იგეგმება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია.

17. გაიხსნა პარასპორტის ახალი ცენტრი.

ცენტრი ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული შენნობაა.

18. პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი გახდა.

19. სამების ეკლესიისა და მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

2 კმ-იანი გზა თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია.