საზოგადოება
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს.
მეორე ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 65%-ით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 55% აქვს.
მეოთხე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე 50%-ით.
IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ოფიციალურად დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდება.