სამართალი
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. “ცენტრ პოინტის” საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაია რჩეულიშვილს.
“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ის ბადრაგმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაიყვანა.
მაია რჩეულიშვილი პროცესს ვერ დაესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას გულზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.
გამოძიება რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობას.