აქტუალური
ბათუმის 11 და 12 მარტის მოვლენებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დაიკითხა

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი.  ამ ინფორმაციას და მისი დაკითხვის ოქმს ამ საქმეზე დაკავებული რამდენიმე პირის ადვოკატი ავრცელებს. სწორედ ბუხრაძის გადადგომა იყო მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც კახა ბუხრაძის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს და უსამართლო ჯარიმებს აპროტესტებდნენ.

დაკავებულთა ადვოკატის დავით ჯაფარიძის თქმით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმის ახალი მასალები გადაეცა. მისი განცხადებით, გამოკითხვის ოქმში კახა ბუხრაძე მერა ღოღობერიძესაც ახსენებს, რომელიც მას სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას სთხოვდა.

ამავე ჩვენების მიხედვით, ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს, თითქოს მან აჭარლებს “თათრები” უწოდა. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს თავად მერაბ ღოღობერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გავრცელებული დაკითხვის ოქმის ავთენტურობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.