პოლიტიკა
კუკავა დევნილებს პროტესტის უკიდურესი ფორმისკენ მოუწოდებს

kukava"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა დევნილებს პროტესტის უკიდურესი ფორმისკენ მოუწოდებს. მას მიაჩნია, რომ დევნილებს თბილისის მოსახლეობამაც უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა.

"ხელისუფლება აფხაზეთის დაბრუნებასდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გეგმავდა. აი, ეს არის ხელისუფლების გეგმა. ვხედავთ, როგორ დაიბრუნეს აფხაზეთი და აღადგინეს ტერიტორიული მთლიანობა. პოლიციელები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოიქცნენ, ახლა დევნილებზე იმარჯვებენ," - განაცხადა კახა კუკავამ.

ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, იმყოფებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. ამასთან, პოლიცია ჟურნალისტებს არ უშვებს და მათი კომენტარის ჩაწერა ვერ ხერხდება.

ოფიციალური ინფორმაციით, დევნილთა გამოსახლება სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სამივე შენობიდან უნდა განხორციელდეს. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ შენობებში 191 დევნილი ცხოვრობს, არაოფიციალური ინფორმაციით კი შენობებს 400-მდე ადამიანი აფარებს თავს.