საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. თავის გახმაურებულ „ანტიკორუფციულ“ კინოში ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი ირწმუნება, რომ მისი „გამოძიება“ ისეთი უმნიშვნელო ნივთით დაიწყო, როგორიცაა პრემიერ–მინისტრის ფეხსაცმელი, რომელიც სხვათა შორის, 139 დოლარი ღირდა. ნავალნიმ ეს ყბადაღებული ფეხსაცმელი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია და წინადადება წამოაყენა ტვერსკაიაზე უკანონო აქციაზე სათადარიგო ფეხსაცმელი მიეტანათ, თუნდაც ძველი, რათა ისინი კისერზე ანდა სადენებზე დაეკიდათ. მისი თქმით, ეს თავისებური სტრიტ–არტი იქნებოდა.
თუმცა, როცა ალექსეი დააკავეს და ავტომანქანაში მოათავსეს, ის ბორტს ფეხებით აწვებოდა, რომლებზეც იტალიური ფირმა Premiata–ს ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც დაახლოებით 285 დოლარი ღირდა, ვალუტის იმჟამინდელი კურსის გათვალისწინებით, ანუ ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე პრემიერს.