საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. მოსმენების კანონს როგორც საკონსტიტუციო, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში ერთი შავი ლაქა დაემატა, რომელიც არის ტოტალური მოსმენის სისტემის დამკვიდრება, რომლის მთავარი მიზანია, გააკონტროლოს საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპონენტები, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ხელისუფლების შენარჩუნებას და ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებას. ეს არის არაკონსტიტუციური“, - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
“ევროპულ საქართველოს” აქვს კონსულტაციები როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან და ვაპირებთ, რომ ეს კანონი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნავს გიორგი ტუღუში.
“პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ სტრუქტურა დამოკიდებულია სუს-ზე, სწორედ ამიტომ, როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განმარტა, მათ არ დაუჭირეს მხარი კანონს.