საზოგადოება
საზღვარი ქართველებსა და ოსებს შორის ამჯერად.... ცეცხლმა დაარღვია!

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ე. წ. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, სოფელ მერეთთან, საზღვრის ორივე მხარეს ცეცხლი გავრცელდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ქსუისში, მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები და ცეცხლი  ლოკალიზებული იქნა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცეცხლი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა მოსახლემ თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის გასუფთავების დროს შეგროვილ ბალახსა და ფოთლებს ცეცხლი მოუკიდა.