საზოგადოება
საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. გუშინ სარფის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული იყო. სარფის საბაჟო დაახლოებით 2 საათი ჩაიკეტა.
საზღვარზე ქვეითები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებული იყო.
საზღვრის ორივე მხარეს რამდენიმე კილომეტრიანი რიგები იდგა. როგორც ადგილზე განაცხადეს, შეფერხებები სარფში თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა.