უცხოეთი
მოლდავეთის პრეზიდენტი უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. მოლდავეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ხელი მოაწერა რეფერენდუმის შესახებ ბრძანებულებას, საკუთარი ძალაუფლების გაფართოების შესახებ.

რეფერენდუმზე  სხვადასხვა საკითხი იქნება გატანილი:

1. მოლდავეთის ბაკებიდან გატანილი 1 მილიარდი დოლარის მოსახლეობისათვის დაბრუნების ამკრძალავი კანონის ანულირება,

2. პრეზიდენტის უფლებამოსლების გაფართოება, რათა მას მიეცეს პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი არჩევენების ჩატარების უფლება, 

3. დეპუტატთა რაოდენობის 101 დან - 71 მდე შემცირება,

4.  სასწავლო დაწესებულებებში მოლდავეთის ისტორიის სწავლების შემოღება.

დოდონი აქტიურ პრორუს პოლიტიკოსად ითვლება, თანამდებობაზე არჩევის შემდგომ, იგი უკვე 2-ჯერ შეხვდა ვლადიმერ პუტინს.