უცხოეთი
გენერალი სკაპაროტი: რუსული აგრესიის საფრთხე საქართველოს და უკრაინას ემუქრება

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. აშშ-ს სენატის წარმომადგელობითი პალატის სხდომა ევროპის უსაფრთხოებას და რუსეთის მხრიდან წარმომავალ საფრთხეებს მიეძღვნა. 

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპული დაჯგუფების მეთაური, ოთხვარსკვლავიანი გენერალი კერტის სკაპაროტი თვლის, რომ რუსეთი პარტნიორიდან ანტაგონისტად ჩამოყალიბდა და  ეფექტური წინააღმდეგობისათვის ცივი ომის პრაქტიკის განახლებაა საჭირო.

გენერალის თქმით, რუსული სამხედრო აგრესიის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის მეზობლებს საქართველოს  და უკრაინას ემუქრება.

- " ვხედავთ, რომ  ისინი (რუსეთი)  მუშაობენ პოლიტიკის სფეროში, 

ვხედავთ, რომ ისინი ეკონომიკას იყენებენ ბერკეტად, 

ვხედავთ, რომ ისინი  საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციისათვის იყენებენ

ამიტომ, ჩვენივე უსაფრთხოების და საქმიანობის ეფექტურობისთვის, უნდა ვიმოქმედოთ ყველა მიმართულებით.

როგორც ხელისუფლება, ჩვენ ამას ვაკეთებდით ცივი ომის დროს, გაგვაჩნდა ერთიანი მიზნები და ამოცანები  საბჭოთა კავშირის მიმართებით, 

დღესაც, ჩვენ გვჭირდება მიზნების და ამოცანების გაერთიანება, 

გვჭირდება მასმედიის  წამყვანი საშუალებები, რომლებიც კოორდინირებას გაუწევენ მედიის სხვა საშუალებებს ,

ამავე მიზნებისათვის უნდა ვიმოქმედოთ ეკონომიკურადაც,"  - აცხადებს გენერალი. 

გენერალი ასევე თვლის, რომ უკრაინისათვის აუცილებელია ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდება. 

p.s. მერე რა, რომ  გენერალს "ავიწყდება" საკუთარი პრეზიდენტის დამოკიდებულება ყალბი ამერიკული, დეზინფორმაციის გამავრცელებლი მასმედიის მიმართ.