საზოგადოება
საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. კომპანია “ჯეოსთაილის” მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა. დაშავდა ორი მუშა, საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები, რომლებიც თბილისში გადმოიყვანეს. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტებს სახესა და ხელებზე აქვთ დამწვრობა, ასევე დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “ჯეოსთილში” აცხადებენ, მკურნალობის ხარჯებს კომპანია დაფარავს. გენერალური დირექტორის განცადებით, ასევე დაწყებულია შიდა მოკვლევა აფეთქების მიზეზის დასადგენად.