საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები სინდიკატებში მიმდინარეობს.
სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან, ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობს.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა თუ სხვა ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან.