საზოგადოება
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე პრემიერი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციის სათავეში, ათენში გაემგზავრა

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად 28 მარტს, გამთენიისას ათენში გაემგზავრა და ათენის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრო.

საბერძნეთი ევროკავშირში უდიდესი ქვეყანაა ქართული დიასპორით, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეაქვთ წვლილი ამ ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურაში. მათ ჩაუყარეს საფუძველი ურთიერთობას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. დღეს არის უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასაწყისი. ბიზნესის კეთება, სწავლა-განათლების მიღება და ტურისტული მოგზაურობა უფრო მარტივი ხდება. დრო შეიცვალა და საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში დღეს ლიდერი რეფორმატორის პოზიცია უკავია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერთან ერთად საზღვარი უვიზოდ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებმა გადაკვეთეს.