უცხოეთი
თიბილოვმა კოკოითი არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. გამოცემა „როსბალტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილისთვის დაგეგმილ “საპრეზიდენტო არჩევნებზე“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში შემთხვევით არ ჩასულა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა თიბილოვს წარმატებები უსურვა, რომელიც 3-დან „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატია. ასევე, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები კანონის და კონსტიტუციის დაცვით ჩატარდება“.
„როსბალტი“ წერს, რომ 2017 წლის გაზაფხულამდე მიმდინარე წყნარ საარჩევნო კამპანიას დიდ პრობლემებს შეუქმნის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელსაც საარჩევნო კომისიამ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. საქმე იმაშია, რომ კოკოითი ბოლო 10 წელი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად არ ცხოვრობდა.
„კოკოითი კოკოითი არ იქნებოდა, რომ ეს სიტუაცია დესტაბილიზაციისთვის არ გამოეყენებინა. მისი მომხრეები ცხინვალში რეგულარულად მართავენ მიტინგებს და მოქმედი „პრეზიდენტის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფროსის გადადგომას მოითხოვენ. ცხინვალში მობილიზებული მილიციის სპეცდანიშნულების ძალები, ხოლო “სახელმწიფო“ დაწესებულებებს გაძლიერებულად იცავენ. ქალაქში თიბილოვის მხარდამჭერი მიტინგებიც ტარდება, კოკოითი კი მისი “პრეზიდენტობის“ პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საკითხზე სასამართლოში დაიბარეს“ – წერს „როსბალტი”.