უცხოეთი
რუსეთის სასამართლომ იაცენიუკი დაუსწრებლად დააპატიმრა

  საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ესენტუკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. არსენი იაცენიუკს ბრალი ბანდიტიზმში დადეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

რუსული სასამართლოს განაჩენს იაცენიუკი უკვე გამოეხმაურა. უკრაინის ექსპრეზიდენტმა სტავროპოლელი მოსამართლის გადაწყვეტილებას ბოდვა უწოდა.