უცხოეთი
საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. რუსეთს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ირანის სამხედრო ბაზები სირიაში ტერორიზმთან საბრძოლველად.
მოსკოვში ვიზიტით მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით ბაზების გამოყენება ”დამოკიდებული იქნება კონკრეტულ შემთხვევბზე”. როიტერის ინფორმაციით რუს კოლეგასთან რუჰანიმ, ტერორიზმთან ბრძოლისა და სირიის კრიზისის გარდა, რეგიონალურ პრობლემებზეც ისაუბრა.
სირიის კამპანიის მიმიდინარეობისას რუსეთმა ირანის ავიაბაზა ჰამადანი სირიაზე ავიაიერიშების განსახორციელებლად 2016 წლის აგვისტოში უკვე გამოიყენა.