საზოგადოება
უვიზო მიმოსვლა ევროპასთან - მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ

  საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი.

საქართველოს მოქალაქეებს  შესაბამის ტელეფონზე დაკავშირება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ - ისინი მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და საჭირო დახმარებას უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდებათ საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

24 საათის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ წესებს. რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან, როგორია გასაჩივრების მექანიზმი თუ არ იქნა მოქალაქე შეშვებული საზღვარზე,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ