პოლიტიკა
საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა იმართება

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

სამუშაო შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და ნატოს შტაბბინის წარმომადგენელმა შტეფენ ელგერსმა გახსნეს.

ღონისძიება სამ დღეს მოიცავს. საქმიანობა სინდიკატებში გაგრძელდება და შედეგად მივიღებთ არსებითი პაკეტის მექანიზმების დახვეწას და ეფექტიანობის გაზრდას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოს სტანდარტებთან“, - განაცხადა  ლელა ჩიქოვანმა.

სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე სინდიკატებში იმსჯელებს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება და სხვა.