პოლიტიკა
შემოდგომაზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი ეწვევა

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელი კოლეგა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ნოემბერში იგეგმება.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც აპრილში კიევში გაიმართება.

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს.