სამართალი
საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი კამპანიას "არა ჩადებას" ეხმაურება. ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან რაიმეს ჩადება, როგორც სისტემური პრობლემა, გამორიცხულია.
“თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს შესაბამისი მექანიზმები, ისეთი, როგორიცაა იგივე პროკურატურა, რომელიც პოლიცია არ არის და ასეთ საქმეებს დამოუკიდებლად იძიებს. დაინტერესებულ პირს შეუძლია, პროკურატურას მიმართოს პოლიციის მხრიდან შესაძლო დარღვევაზე. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი პრობლემები სისტემური არ იყოს”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.