სამართალი
შსს-მ სომხეთის პოლიციის მიერ ძებნილი პირი დააკავა

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების წერილის საფუძველზე, მიმდინარე წლის 27 მარტს თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ღვინის აღმართის გადაკვეთაზე, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს მიერ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 235,1 მუხლის მე-2 ნაწილის 1 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული რობერტ ა. დააკავეს.