პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: “იმ ერთი მიმართულებით ყველა უვიზოდ წავალთ...”

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი.  ჯუმბერ კირვალიძე:"აწი, საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 30 ქვეყანაში უვიზოდ შეუძლიათ გამგზავრება! ამ პროგრესული მოვლენის აღსანიშნავად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სტუდენტების და დევნილების ერთ ჯგუფთან ერთად, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში – უვიზოდ გაემგზავრა!

“თხა, თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო”, – და, პრემიერის ინიციატივა ვიცე-პრემიერებმაც აიტაცეს! ამგვარად, 1-ლი ვიცე-პრემიერი ბ-ნი ქუმსიშვილი, ბღუჯა-ბღუჯა თანამემამულეებთან ერთად ესპანეთს ეწვია – უვიზოდ! უბრალო ვიცე-პრემიერიბ-ნი კალაძე კი, პერსპექტიული ფეხბურთელების ჯგუფთან ერთად მონატრებულ იტალიას გაემგზავრება – უვიზოდ!

ახალბედა ვიცე-პრემიერი, ბ-ნი ჯეჯელავა, განათლების სფეროს წარმომადგენელებთან ერთად, გამოცდილების გასაზიარებლად გერმანიას მოინახულებს – უვიზოდ! მთავრობის წევრი სხვადასხვა მინისტრებიც, ასევე ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის სიკეთით საკუთარ, წარჩინებულ თანამშრომლებთან ერთად! 
ასე რომ, ნუ წუწუნებთ, "ყველაფერი კარგად მიდის", რაც მთავარია სულ ბოლოს, “იმ ერთი მიმართულებით ყველა უვიზოდ წავალთ” და – ყველაფერი კარგად იქნება!"