უცხოეთი
გრიბაუსკაიტე ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით განხიბლულია

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეს ადმინისტრაციაში სამგლოვიარო განწყობა სუფევს. საპარლამენტო არჩევნებში მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფმა კონსერვატორთა პარტიამ „ლიტვის ქრისტაინ–დემოკრატები“ სრული მარცხი განიცადა და გლეხების კავშირსა და „მწვანეებთან“ წააგო.

ოპოზიციას 56 მანდატი აქვს კონსერვატორების 31 მანდატის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ გრიბაუსკაიტეს მოუწევს შეეგუოს ფაქტს, რომ მთავრობა ახალგაზრდა, ენერგიული პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება, რომლებმაც სეიმში 16–20 წელი მსხდომი  სოციალ–დემოკრატები და კონსერვატორები ჩაანაცვლეს.