საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. სამიტს საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ვიცე–პრემიერი ესწრებიან.
„ძალიან მნიშვნელოვან როლს ვანიჭებ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, არაერთხელ მითქვამს, რომ აზერბაიჯანი, მაგალითად, არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვანია უკრაინა, ჩვენს ქვეყნებს შორის, ხალხს შორის ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი ურთიერთობისთვის, პირველი - მივცეთ თავისუფალ ვაჭრობას სრულად ამოქმედების საშუალება, ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კორიდორის იდეის რეალიზაციაც“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა.
სამიტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის. ეს საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში.