რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა პარლამენტში (24.03.2017)

  საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა პარლამენტში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე (24.03.2017.)

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონებო და ბატონებო.

მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხდება ღვთის განგებითა და ღვთის ნებით. საოცარია, შეიძლება ითქვას პირველადაა, რომ სახელმწიფო აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას.

ავტოკეფალია ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ენიჭება ამა თუ იმ ერს.

V საუკუნეში, როდესაც ვახტან გორგასალმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა.

ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა. ვინ ვიქნებოდით ჩვენ; ავტოკეფალია, რომ არ გვქონოდა. ამით შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია და ამიტომაც ვმადლობთ უფალს.

ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე, – კირიონის, ლეონიდეს, ამბორსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. ქედს ვიხრი თქვენს წინაშეც, რომელნიც დღეს აქ ბრძანდებით და ჩვენ ერთად აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძილეროთ და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ დღისადმი, ხატს გადავცემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლის…

ხვალ სვეტიცხოველში, დილის 10 საათზე, დაიწყება საზეიმო წირვა, ვისაც გაქვთ საშუალება, მობრძანდით.

ჩვენთან არს ღმერთი!