სამართალი
საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა, ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
სამხედრო ფიცის დადების შემდეგ ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ახალწვეულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.