პუბლიკაციები
ხანძრის შედეგად დაზარალებული მანანა გერგედავა რიმა ბერაძისგან მუქარას უარყოფს

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ,,ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მანანა გერგედავა უარყოფს ინფორმაციას, რომ მათ დაემუქრნენ თითქოს თუ აქციებს არ შეწყვედტნენ, 3000-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.

საუბარში გერგედავა ამბობს, რომ დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თბილისის საკრებულოს წევრ რიმა ბერაძესთან, რომლისგანაც გარკვეული ინფორმაცია მოისმინა, თუმცა არანაირ ზეწოლასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

„ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. დღეს მქონდა კომუნიკაცია ქალბატონ რიმა ბერაძესთან, რომელმაც ამიხსნა, რომ კომპენსაცია იქნებოდა 3000 ლარი და რომ მუნიციპალიტეტს სხვა საშუალება არ აქვს. მეც იგივე ინფორმაცია გადავეცი სხვებს და ვინ როგორ გაიგო ეს უკვე არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არანაირ მუქარას და ზეწოლას ადგილი არ ქონია“, - აცხადებს  საუბარში მანანა გერგედავა.