უცხოეთი
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. რიგი რუსული კომპანიების წინააღმდეგ აშშ–ის მიერ შემოღებული სანქციები გამოწვეულია ვაშინგტონის სურვილით, თავდაცვის მრეწველობის ბაზრიდან რუსეთი „ჩააჩოჩოს“, ეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა, თუმცა, რუსულ კომპანიებს ზიანს ვერ მიაყენებს, – განუცხადა რია ნოვოსტის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო საქმეებში ვლადიმერ ჯაბაროვმა.
სახდეპის წარმომადგენელმა შაბათს რია ნოვოსტის აცნობა, რომ აშშ–მა სანქციები შემოიღო რფ–ის 8 კომპანიის წინააღმდეგ, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც სირიას, ირანსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეხება.
„საქმე აქ რუსეთ–ამერიკის ურთიერთობებში როდია, ამ ბაზრიდან რუსეთის გაძევება სურთ“, – განაცხადა სენატორმა.