აქტუალური
პატრიარქი ილია მეორის უტყვი თხოვნით „ციანიდის საქმე“ დაიხურება?

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა .. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზები, მათ შორის ბიოლოგიური სამედიცინო, ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ფონოსკოპიური, ჰაპიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც დიდი მოცულობისა და სირთულის გამო ამ ეტაპზე არ არის დასრულებული. ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ საქმეზე ჩასატარებელია არა ერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. ასევე დასაკითხია არაერთი მოწმე. ამ ყველაფრის ჩატარება ვინაიდან ვერ ესწრება სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების ვადის და, შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით, ერთი თვით გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურამ მოითხოვა იმიტომ, რომ არ გააჩნია სრულყოფილი მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ კიდევაც, რომ ამ მტკიცებულებებს ვერასდროს ვერ მოიპოვებენ იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი რამ, რითაც შეიძლება მამა გიორგის ბრალეულობა დამტკიცდეს. ეს უკვე ფაქტია იმისა, რომ გამოძიება და აღნიშნული საქმე არის უსაფუძვლო“, - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

საქინფორმის ინფორმაციით, კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორის უტყვი თხოვნით, ე. წ. ციანიდის საქმე ნელ–ნელა დაიხურება, რათა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის ავტორიტეტს უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს. გამოძიების გაგრძელების შემთხვევაში, პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე ეჭვმიტანილთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს და პატრიარქის გარემოცვაში უახლოეს პირებს, მათ შორის, მის ნათესავებს შეეხოს.