უცხოეთი
უკრაინამ ევროვიზიაში რუსეთის მონაწილეობის პირობები დაასახელა

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. უკრაინის ვიცე–პრემიერის ვიაჩესლავ კირილენკოს განცხადებით, ქვეყანა მზადაა სიმღერის კონკურსის ყველა მონაწილის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლის მისაღებადაც, თუმცა, მხოლოდ მათი, ვინც უკრაინის კანონდებლობის დარღვევაში შემჩნეული არ არის.

ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა გადაწყვეტილება, რომელიც ევროვიზია 2017-ის კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელს, იულია სამოილოვას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს.

აკრძალვის დოკუმენტი სრულიად არ არის მომზადებული, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი უკვე არსებობს.

2017 წლის 12 მარტს დასრულდა შიდაშესარჩევი ტური რუსეთში და შედეგად, ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინაში იულია სამოილოვა გახდა, სიმღერით ” Flame Is Burning”.

მომღერალი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. მისი თქმით, ეს პოლიომილიტის საწინააღმდეგო ვაქცინის არასწორად გაკეთებამ გამოიწვია.

მალე ცნობილი გახდა, რომ იულია ყირიმში გამართულ ბევრ გალა კონცერტში იღებდა მონაწილეობას. უკრაინამ კი პირობა დადო, რომ ამ ფაქტებს გაითვალისწინებს.