უცხოეთი
აშშ-მა და რუსეთმა არქტიკის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. 8 არქტიკულმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რეგიონში ურთიერთანამშრომლობის შესახებ, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნები ერთმანეთს შეუთანხმებენ „ძირითად პრინციპებს, ტაქტიკურ სვლებს, რეგლამენტს და ინფორმაციის მიმოცვლის პროტოკოლებს, იმ შემთხვევაში, თუ ზღვაზე რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება, ასევე არქტიკაში განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს“.

გარდა ამისა, „არქტიკული კავშირის“ წევრები შეთანხმდნენ მიმდინარე წელს ზღვაზე განახორციელონ ერთობლივი სამხედრო სწავლება.

„ამ ფორუმმა გამოკვეთა რა დიდი მნიშვნელობა აქვს არქტიკაში უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის დაცვას“, - აღნიშნა აშშ-ის სანაპირო დაცვის უფროსმა ადმირალმა პოლ ზაკანფტამ.

ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბოსტონში, მერვე რეგიონულ კონფერენციაზე. მასში მონაწილეობდნენ: რუსეთი, დანია, ისლანდია, კანადა, ნორვეგია, აშშ, ფინეთი, შვედეთი.