საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, უნდა განისვენებდეს თუ არა სტალინის დედა კეკე მთაწმინდის პანთეონში და გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა გადაიხედოს ზოგიერთის გადასვენების საკითხი, ნინა ხატისკაცმა განაცხადა:
"ჩემი პასუხია არა, მისი ადგილი მთაწმინდის პანთეონში არ არის. თუმცა, ამ საკითხზე საუბრისას მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ ამ სახის დისკუსიაში ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ. მე შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ამ შემთხვევაში განკარგავს ამ სასაფლაობს და განკარგავს მათ მოვლა პატრონობას, რაც შეეხება შინაარსს, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადაწყვიტოს და საზოგადოება უნდა ჩაერთოს, უფრო ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს." - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.