საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„ტელევიზორში თქვეს, პრეზიდენტი მარგველაშვილი ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობოსთან ერთად ევროსასამართლოში აპირებს ჩივილსო.
ჩემო ინტრიგანო და ჩამშვებო პრეზიდენტო, სარჩელის ახსნა-განმარტებით ნაწილში არ დაგავიწყდეს ჩაწერა: "თუ სასწრაფოდ არ შეაჩერებთ უკვე დამტკიცებულ კანონს, თბილისის ქუჩებში დაიწყება ქაოსი, ანარქია და სისხლისღვრა".
სიტყვა "სისხლისღვრა" მორიგე მოსამართლეს აღაშფოთებს, ჭკუიდან გადაიყვანს და ღამის 2 საათიც რომ იყოს, ეგრევე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ჰო, რაც მთავარია, სარჩელის სათაური უნდა იყოს ასეთი: "საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ…
ვაი, შენ, ჩემო ვეტოევიჩ, ეგრე აპირებ გაფრენას?", - წერს ზედელაშვილი.