სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პირველმა ინსტანციამ დაცვის მხარის შუამდგომლობა სინოდის 16 წევრის დაკითხვის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების მტკიცებით, ეს სასულიერო პირები ნახსენები არიან ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში. ადვოკატებს აინტერესებთ, რამდენად რეალურია ჩვენებებში მოყვანილი ინფორმაცია სინოდის წევრებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.

"არ გამოვრიცხავ, რომ სააპელაციო სასამართლომაც იგივე პოზიცია დაიჭიროს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენდა და ყველასთვის სამწუხაროდ, მართლმსაჯულება არჩევითი წესით არსებობს, იმიტომ, რომ პროკურატურის არცერთ შუამდგომლობაზე უარი არ უთქვამს სასამართლოს. მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდის წევრებს პირველ რიგში უნდა აინტერესებდეთ, რომ იმ კითხვებზე გასცენ პასუხი, რაც აინტერესებს საზოგადოებას“, - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.