სამართალი
სასამართლომ ეკა მიშველაძის "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

"მთავარი ამ ყველაფერში არის ერთი რამ, რომ სასამართლომ აღიარა, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. რაც შეეხება დანარჩენს, მორალური ზიანი და . ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მიშველაძე სწორედ იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მისი გადაცემა დაიხურა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სარჩელის მიხედვით, მხარე მიშველაძის სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.