პოლიტიკა
მათ ვერ შეძლეს ეკონომიკის „ამოქოქვა“ და ახლა ამისგან ყურადღების გადატანას ჩემი მისამართით შეურაცხყოფებით ცდილობენ! - მარგველაშვილი

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის შეფასებით, არის მცდელობა, ვეტო პოლიტიკურ დაპირისპირებად წარმოაჩინონ, თუმცა, მისი თქმით, ის ყოველთვის შეასრულებს თავის მოვალეობას.

გარკვეული დეპუტატების ჯგუფისთვისქართულ ოცნებაში” ეს მოსახერხებელია, იმისთვის, რომ გადაიფაროს არსებული პრობლემები - რომ ეკონომიკა ისე კარგად ვერ ვითარდება, რომ პრობლემები არის დასაქმების თვალსაზრისით. შეურაცხმყოფელი ეპითეტები იმისთვის სჭირდებათ, რომ რაღაცნაირად ჩაგვრთონ ჩვენ აი ამ შოუში, სადაც ერთმანეთს ვლანძღავთ და ამ ლანძღვის ფონზე გადაიფარება მთავარი პრობლემატიკა, მაგრამ მე არ ჩავერთვები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პარლამენტმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. “ქართულმა ოცნებამ” 93 ხმით მხარი კანონის პირვანდელ ვარიანტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სააგენტო, რომელიც ფარულ მიყურადებას განახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება.