უცხოეთი
მედვედევმა სარქისიანთან შეხვედრა არასაპატიო მიზეზით ჩაშალა?!

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. 14 მარტს, სამშაბათს, რფ–ის მთავრობის თავმჯდომარე დ. ა. მედვედევს დაგეგმილი ჰქონდა რიგი ღონისძებები, მათ შორის, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრა, რომელიც არ შედგა. „ეპიდემიური სიტუაცია ჩვენთან თითქოსდა იკლებს, თუმცა, ვითარება ჯერ კიდევ სერიოზულია. დიმიტრი ანატოლის ძეს ვერ გავუფრთხილდით...“ – ასე განმარტა რფ–ის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრების ჩაშლის საპატიო მიზეზი – გრიპი, რომელიც პრემიერს შეეყარა.

თუმცა, გუშინ, 23 მარტს მედვედევმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ბოლო ხანს არ უავადმყოფია. „არ მიავადმყოფია“, – განაცხადა მან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რითაც არა მარტო უარყო რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები, არამედ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არასაპატიო მიზეზით ჩაშალა...