საზოგადოება
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (ყოფილი "თბილისის წყალი") ნათლისღების დღესასწაულზე სოციალურად დაუცველ 2000 თბილისელს ცხელი სადილით უმასპინძლდება.
საქველმოქმედო აქციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ასოციაცია "კათარზისთან" ერთად მართავს.აქციის ორგანიზატორები დღეს 11:00-დან 17:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს ასოციაციაში ცხელ სადილზე ეპატიჟებიან.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი სოციალურად დაუცველთათვის დღესასწაულის მისალოცად "კათარზისს" ესტუმრა და შეხვდა შეკრებილთ.