პუბლიკაციები
“სააკაშვილის დროს თუ რამე კეთდებოდა, კეთდებოდა სისხლის, მკვლელობების და თვითმკვლელობების ხარჯზე” (ვიდეო)

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში” განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საქმე კეთდებოდა, თუმცა ეს კეთდებოდა რეპრესიების ხარჯზე.

“სიღნაღი ვინც გააკეთა, ბიზნესმენმა თემურ ჩარკვიანმა, შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა. ფული არ მისცეს, და იგივე ნიკოლოზ შარაბიძეს, გააკეთებინეს რეზიდენცია და შემდეგ ფული არ მისცეს. თუ რამე კეთდებოდა, სისხლის, მკვლელობების და თვითმკვლელობების ხარჯზე”, – განაცხადა მჟავანაძემ (ვიდეო იხ. აქ).