აქტუალური
პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს - გიორგი აბაშიშვილი

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულეს ქვეყნის ღალატში, დაადანაშაულეს უსაფრთხოების სისტემის შერყევაში, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან კომიკურია. მაგრამ თუ ამ განცხადებების უკან არის რეალური მტკიცებულებები და ეს განცხადებები არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები, მაშინ მივმართავთ ჩვენ მათ, რომ აღიძრას შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე მუშაობა ამ ეტაპზე არ მთავრდება. მისი თქმით, ბრძოლა, შესაძლოა, გაგრძელდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სტრასბურგში.