სამართალი
საქართველოს უშიშროების ექსშეფის შვილს დღეს გაასამართლებენ

borkilebiკრასნოდარის ტელევიზიის გავრცელებული ცნობით, კრასნოდარის სამხარეო სასამართლოში 19 იანვარს საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის შვილის, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის პროცესი გაიმართება.

ქუთათელაძე და ვეფხვაძე რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში არიან ბრალდებულნი. ისინი 21 სექტემბერს, მაშინ დააკავეს, რაც მდინარე ფსოუში ფონი გადალახეს და ადლერის რაიონის სოფელ ნიჟნაია შილოვკაში ჩავიდნენ. რუსი მესაზღვრეების გამოჩენისთანავე, ქუთათელაძემ და ვეფხვაძემ გაქცევა სცადეს, თუმცა ისინი დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაუსწრებლად, ქუთათელაძეს – 13 წელი, ვეფხვაძეს კი 6 წელი მიუსაჯა. ისინი 2010 წლის აპრილიდან იძებნებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მათი გადამოცემის მოთხოვნა არ გამოირიცხება.