საზოგადოება
თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მეტროს მშენებლობისთვის მზადება დაიწყო

metros-msheneblobaთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით აზიის განვითარების ბანკი განახორციელებს.

ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის დეტალური კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს და საჭირო თანხებს, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროს სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში გააჟღერა.