სამართალი
საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი: ნ.მ. და გ.რ. დააკავეს.
დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქე ლ.შ-ს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირად ღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები.