პოლიტიკა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 44-ე შეხვედრა გაიმართა

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ილაპარაკეს.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული, რომ დაკავებები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არა მარტო არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირ აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო დროს რეგიონში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები და ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილი პრობლემები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 25 აპრილს გაიმართება.