აქტუალური
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრისას მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ატლანტიკურ საბჭოს სურს, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, კერძოდ, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა შეხვედრას, კონფერენციას, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და მნიშვნელობა იმ რეფორმებისა, რომლებიც უწყებაში ტარდება იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მაღალი მზაობის ხარისხში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - განცახადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.