აქტუალური
სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმას მხარდაჭერას უცხადებენ

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები ის ძირითადი საკითხები იყო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის  ატაშეების ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა.

„სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის მთავარი მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტების ჰარმონიზება იმ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოში ცალკეულ ქვეყნებს  თავდაცვის სფეროში გააჩნიათ, ასევე, ამ პრიორიტეტების სინქრონიზება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან, რომელსაც 2017 წელს ვიწყებთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და პროცესში ერთად ჩავერთოთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ