საზოგადოება
ვანში 5,8 -ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა

siesmuri-monitoringis-centriმიწისქვეშა ბიძგები, რომლებიც ვანში დაახლოებით 13:15–ზე დაიწყო, იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში იგრძნობოდა.

საქინფორმი სეისმური მონიტორინგის ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მათთვის უცნობია.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ დაახლოებით, 5,8 მაგნიტუდა შეადგინა", - აცხადებენ სეისმოლოგები.

ამასთან, საქინფორმს რამდენიმე რეგიონიდან დაუკვაშირდნენ, მათ შორის იმერეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და აჭარიდან, სადაც მიწისქვეშა ბიძგები მოსახლეობის განმარტებით, საკმაოდ იგრძნობოდა, თუმცა ნგრევის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშიც საგრძნობი იყო.