საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი.
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:
„დღეს უკვე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულმა უპრეცედენტო ქველმოქმედებამ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემები ვერ მოაგვარა და ვერც მომავალში გადაჭრის! ვერც პრემიერ-მინისტრების ცვლილებები ვერ მოიტანს სასურველ შედეგს, ამიტომ მორიგი პრემიერის კანდიდატურის ძებნას აზრი არა აქვს, რადგანაც მმართველ პარტიაში ამ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის შესაბამისი პოლიტიკური და პიროვნული რეიტინგი არავის გააჩნია! შექმნილ ვითარებაში მიღებული უნდა იქნას რიგი სწორი და გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მშვიდ, პროგრესულ და ლეგიტიმურ განვითარებას!! ეს კი შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება იმ პოსტზე, რომელიც მან ნებაყოფლობით დატოვა 2013 წლის შემოდგომაზე!!!...“