უცხოეთი
ჩრდილოეთ კორეამ ამერიკული ავიამზიდის განადგურების იმიტირებული ვიდეოკადრები გაავრცელა

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის მედიამ ამერიკული ავიამზიდისა და თვითმფრინავების განადგურების იმიტირებული ვიდეოკადრები გაავრცელა.

ვიდეოში ქალის მხიარული ხმა იუწყება, რომ "დანა ავიამზიდს ყელს "გამოჭრის", ხოლო ბომბდამშენი ციდან ცეცხლის ნაკადთან ერთად ჩამოვარდება".

ვიდეომონტაჟის საფუძველი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების რეალური წვრთნები გახდა. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნები მარტის დასაწყისში დაიწყო და დღემდე გრძელდება.